|
2015-10-02 12:12:24, 419 ნახვა
პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: პრემიერს ოკუპაციის საკითხის უფრო მძაფრად დასმა შეეძლო
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას აფასებს. როგორც ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სამწუხაროდ, რეალობა არ არის ისეთივე კარგი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაში დაიხატა. ფანჯიკიძის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე მეტი უნდა ესაუბრა. "პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა იმ მიღწევებზე, რომელიც აქვს საქართელოს.ამის დასადასტურებლად მოიყვანა საერთაშორისო რეიტინგები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ლამაზად დახატული სურათი არ ცვლის იმ ვითარებას, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ეს ციფრები არ არის ასახული მოსახლეობის ცხოვრებაზე. ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი არის სიტყვა, მეორეა რეალობა.რეალობა არ არის ისეთი, როგორიც დაიხატა მის გამოსვლაში, ნაკლები ლაპარაკი იყო იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არის ქვეყანა, ნაკლები საუბარი იყო სავალალო მდგომარეობაზე, რომელშიც არის ქვეყნის ეკონომიკა, ვალუტა, ის, რომ მოსახლეობისთვის დაუძლეველია სიღარიბე, სამუშაო ადგილები არ იქმნება იმ რაოდენობით, რამდენიც სჭირდება ქვეყანას, ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის თავზე, არ არის გაუმჯობესებული მოსახლეობის ცხოვრების დონე-ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ შეცვლის ის ციფრები და მონაცემები, რომლებიც მან მოიყვანა თავის სიტყვაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას რუსეთის მიმართულებით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, შეფასებით, ამ კუთხით აღნიშნული იყო ყველა ის თემა, რომელიც მთელ საქართველოს აწუხებს. თუმცა, ამავე დროს, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ საკითხების უფრო მძაფრად დასმაც შეიძლებოდა. "რუსეთის მიმართულებით აღნიშნული იყო ყველა ის თემა, რომელიც აწუხებს მთელ საქართველოს. ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, განმარტებული იყო, რა პოლიტიკა აქვს არჩეული საქართველოს რუსეთთან მიმართებაში, რომ ეს არის პრაგმატული პოლიტიკა. თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ამ საკითხების უფრო მძაფრად დასმა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება, რომ უფრო აქტიური როლი ითამაშონ, რათა რუსეთმა მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს",- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)