|
2021-01-17 22:57:07, 7645 ნახვა
სხვადასხვა
Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად აღიარა
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად აღიარა. - ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. "რუსეთის ხელისუფლება, კრემლის ცნობილი კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიმართ ატარებს, შეუბრალებელ კამპანიას, რაც მის დევნაში გადაიზარდა. რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლოს ნავალნი, რომელიც დღეს ბერლინიდან დაბრუნდა და რამდენიმე ხნის წინ, მოსკოვში იქნა დაკავებული. ამ მოთხოვნის შესურულებამდე Amnesty International-ი რუს ოპოზიციონერს სინდისის პატიმრად აცხადებს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მის მეუღლესთან ერთად შერემეტოვოს აეროპორტში დააკავეს. - რუსი ოპოზიციონერის დაკავება შერემეტოვოს აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას იქნა დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)