07:55 - 29 Sep, 2026
|
2021-01-17 16:24:51, 1132 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს
ავღანეთის ქალაქ ქაბულში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ამავე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმა დილის 8:30 საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტს „თალიბანს“ უკავშირებენ. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმობილია თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები. თალიბანის სპიკერმა კი თქვა, რომ მისი მებრძოლები ამ ფაქტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მებრძოლები გააგრძელებენ მთავრობის მნიშვნელოვანი ფიგურების თავიდან მოცილებას, თუმცა მათ რიცხვში ჟურნალისტები ან სამოქალაქო საზოგადოების წევრები არ მოიაზრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)