|
2021-01-17 14:41:37, 856 ნახვა
მსოფლიო
პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K-2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს
პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K-2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ექსპედიციაში მონაწილეობას 10 ნეპალელი ალპინისტი იღებდა. BBC-ის ინფორმაციით, ზამთარში ამ მწვერვალზე ტემპერატურა ხშირად -60 გრადუსამდე ეცემა, ქარის სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც აქამდე მწვერვალი ზამთარში არავის დაულაშქრავს. ჯგუფის წევრმა მთამსვლელმა ნიმსდაი პურჯამ თქვა, რომ მწვერვალს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (GMT) მიაღწიეს. ექსპედიციის დროს ესპანელი მთამსვლელი, სერგი მინგოტე დაიღუპა. მას უკვე დიდი ხანია მოიხსენიებენ, როგორც „ველური მთას“, სახელი, მას აშშ-ს მთამსვლელმა ჯორჯ ბელმა შეარქვა, 1953 წელს მისი დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ განაცხადა, რომ „ეს არის ველური მთა, რომელიც შენს მოკვლას ცდილობს“. 2008 წელს აღნიშნული მთიდან ზვავის ჩამოწოლის შედეგად თერთმეტი ალპინისტი დაიღუპა. მეტი ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ მწვერვალის სიმაღლე 8 611 მეტრს შეადგენს. ის პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და ჰიმალაის მთების სისტემას ეკუთვნის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)