07:06 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 12:00:00, 777 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი და დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ამასთან, დანგრეულია საავადმყოფოს შენობაც. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ მამუჯუშია, სადაც სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებულია მამუჯუს ადგილობრივი აეროპორტი და ჩამოშლილია ხიდები.  მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს დილით მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics