|
2015-10-01 21:48:13, 4185 ნახვა
სპორტი
მარიამ გერსამიას შეფასებით, არჩევნების წინ მედიაგარემოს გაუარესება ქვეყნის დემოკრატიულობას საფრთხეს უქმნის
„არჩევნების წინ სავარაუდოდ მედიაგარემო გაუარესდება. ამის სიმპტომები ჩანს და ეს იქნება ძალიან ცუდი დემოკრატიული განვითარების კუთხით“, – ასე აფასებს „ექსპრესნიუსთან“ საუბარში მედიაექსპერტი, თსუ–ს ჟურნალისტიკის სპეციალობის ხელმძღვანელი მარიამ გერსამია „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, არჩევნების წინ დაუშვებელია ტელევიზიების ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნას და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, დაფიქრდნენ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მედიაგარემოს გაუარესებამ ქვეყანაზე. „ის, რაც დღეს „რუსთავი 2“–თან მიმართებაში მოხდა, ცალსახად შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მედიაზე აშკარად ზეწოლა. ეს კი, იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, რომ სავარაუდოდ კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ, როგორც „რუსთავი 2“–ის გარშემო, ისე ზოგადად მედიაგარემოს მდგომარეობის კუთხით. სავარაუდოდ, არჩევნების წინ მედიაგარემო გაუარესდება, რადგან ამის ყველა სიმპტომი ჩანს. ეს სიმპტომები ძალიან საგანგაშოა. ეს იქნება ძალიან ცუდი, თავად ქვეყნისთვის, საარჩევნო პროცესისთვის და დემოკრატიული განვითარების კუთხითაც. ამიტომ, ამაზე პირველ რიგში უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. არაფრით არ შეიძლება დავუშვათ, რომ არჩევნების წინ მედიაგარემო გაუარესდეს და ზოგადად ტელევიზიებს დაემუქროთ საფრთხე. ეს საფრთხე მათ ემუქრებათ, დღეს ამას ვხედავთ. სამართლებრივად სწორად დახურავენ თუ არასწორად, ეს კიდევ სულ სხვა თემაა. არ უნდა დაიხუროს „რუსთავი 2“, არც ერთ სხვა ტელევიზიის ფუნქციონირებას საფრთხე არ უნდა შეექმნას“, – აღნიშნა გერსამიამ. მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ არა მხოლოდ მისი მფლობელების, არამედ საზოგადოების დასაცავია. „რუსთავი 2“ ჩემთვის წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს, რომელიც ხალხს ეკუთვნის და რომელიც საზოგადოებამ უნდა დაიცვას“, – განაცხადა მარიამ გერსამიამ. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ მის მფლობელობაში მყოფი კომპანია, 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი2" დღეს დახურვის წინაშეა ისე, როგორც არასდროს. გვარამია საზოგადოებას დახმრებას სთხოვს. მითითებულ ანგარიშზე - : GE09TB1100000018467864 მოსახლეობას ტელეკომპანიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეუძლია.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)