|
2015-10-01 19:06:01, 1165 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი დაარსების მეხუთე წლისთავს აღნიშნავს
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი დაარსების მეხუთე წლისთავს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით დღეს ოფისში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბქარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ბესიკ ლოლაძემ საქართველოს ნატოსთან დაახლოების კუთხით სამეკავშირეო ოფისის მიერ გაწეულ წვლილზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი არ არის ისეთი ხანგრძლივი დრო, ნატოს სამეკავშირეო ოფისმა ამ ხნის განმავლობაში დიდი წვლილი გასწია იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო განმტკიცდეს, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მათთან და მომავალშიც ვაპირებთ ამ ურთიერთობის გაგრძელებას. ნატოს სამეკავშირეო ოფისი არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზნის აღსრულებაში, რაც არის ნატოში ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ბესიკ ლოლაძემ. საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განვლილი ხუთი წელი დადებითად შეაფასა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ნატო და საქართველო ამ ხუთი წლის განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობენ. მიმდინარე წელს დავიწყეთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება“,- აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ. ღონისძიებაზე ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების ფარგლებში საქართველოში მოვლენილი ექსპერტებისთვის მიღება გაიმართა. ექსპერტთა ჯგუფი ქართულ მხარესთან ერთად აქტიურად არის ჩართული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. საზეიმო მიღებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებიც იმყოფებოდნენ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)