|
2015-10-01 16:14:29, 625 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ხელისუფლებას ვპირდები, „რუსთავი 2“-ის დახურვამდე თქვენ დაიხურებით
„ხელისუფლებას ვპირდები, სანამ რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, „რუსთავი 2“- ის წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლება აწარმოებს. "ხელისუფლებას ვპირდები, ვიდრე რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გზა ჩაგვკეტვოდა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს ხელისუფლების თამაშია და თუ ვინმე ფიქრობდა, რომ იქნებ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის, ხელისუფლებამ ეს ეჭვები დღეს გაფანტა. ხელისუფლებამ დღეს შეგვიზღუდა ერთადერთი დარჩენილი გზა, გვქონდეს დაფინანსება მაშინ, როდესაც რთული პერიოდი გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მთელი აქცია ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)