|
2021-01-07 05:17:38, 4831 ნახვა
სხვადასხვა
Twitter-მა და Facebook-მა და YouTube დონალდ ტრამპს ანგარიშები წაუშალა
Twitter-მა და facebook-მა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სოციალური ქსელის ანგარიშზე წვდომა 12 საათით შეუზღუდა. Facebook-ის წარმომადგენლის გაი როსენის თანახმად ვიდეო შექმნილი "საგანგებო" ვითარებიდან გამომდინარე წაიშალა. "ეს არის საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ ვიღებთ შესაბამის საგანგებო ზომებს, მათ შორის შედის პრეზიდენტ ტრამპის ვიდეოს წაშლას. ჩვენ ის წავშალეთ, რადგანაც გვჯერა, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას და არ ამცირებს მის რისკებს" - წერს როსენი Twitter-ზე. Twitter-მა ტრამპს ანგარიში დროებით მას შემდეგ ჩაუკეტა, რაც 6 იანვარს დაწერილი მისი სამი ტვიტის წაშლა მოითხოვა კომპანიის "სამოქალაქო სამართლიანობის პოლიტიკის განუწყვეტლად და მწვავედ დარღვევისთვის". განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თუ ტვიტები არ წაიშლება ანგარიში კვლავ დაბლოკილი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)