04:58 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 01:16:24, 547 ნახვა

მსოფლიო
კონგრესის შენობა სპეცრაზმა დაცალა - ვაშინგტონში გადაადგილება აიკრძალა

კონგრესის შენობა ამ წუთებში დაცლილია, მაგრამ ყოველგვარი სამუშაო იქ ახლა შეწყვეტილია. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და კანონმდებლებს საფრთხე არ ემუქრებათ. დედაქალაქის მერმა საღამოს 6 საათიდან შინიდან გაუსვლელობის ბრძანება გასცა.

ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუსერმა, 6 იანვარს ადგილობრივი დროით საღამოს 6:00 საათიდან 7 იანვრის დილის 6 საათამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა და ქუჩაში გადაადგილება აკრძალა.

განცხადებაში წერია, რომ კომენდანტის საათი არ ეხებათ აუცილებელ სამსახურში დასაქმებულ პირებს, მედიის წარმომადგენლებს.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ ჩაამტვრიეს მათ კაპიტოლიუმის ფანჯრები და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაძვრნენ. ამ დროს კონგრესში ორივე პალატა იყო შეკრებილი, რათა 3 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ გაეფორმებინათ. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიციაა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics