|
2021-01-06 18:34:02, 848 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის 13 ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის მოწოდების ინიციატივით გამოდის
ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის მიწოდებას ითხოვენ. ამის შესახებ ევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილშია აღნიშნული. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს შეიმუშავოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუმარტივებს. „ეს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები და ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება დააფასებს“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ წერილში. აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ერთად წერილს ხელს აწერენ შვედეთის, დანიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)