|
2015-10-01 12:56:40, 1037 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სუიციდის პრევენციის მიზნით კამპანია დაიწყო
სუიციდის პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური კამპანია დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს სუიციდის პრევენციისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ და პირველი სემინარი ჩაუტარდათ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო. „სამინისტრო ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით თვისობრივად ახალ მიდგომას ნერგავს. ამ მიდგომას ჰქვია „მხარი მხარს“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, მათი მაღალი მორალური განწყობა. ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს და, სწორედ, ამის შესახებ ვესაუბრეთ სერჟანტებს. ღონისძიებები მოიცავს სპორტულ აქტივობებს, მყისიერ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ცხელ ხაზს, სემინარებსა და ლექციებს ყველა დონის მეთაურებისთვის, რათა სათანადოდ შეძლონ ჯარისკაცის მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობის ამოცნობა“,- განაცხადა ანა დოლიძემ. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მომზადებულია სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელიც სერჟანტებს და სამეთაურო რგოლს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინონ და სწორი კომუნიკაცია დაამყარონ დახმარების საჭიროების მქონე თანამებრძოლებთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი სამეთაურო რგოლისთვის, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ. სემინარებს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში გამართული ღონისძიება მხოლოდ ერთი ნაწილია კამპანიის, რომლის სახელწოდებაცაა „მხარი მხარს“. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული კამპანიის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)