|
2021-01-05 13:59:52, 635 ნახვა
მსოფლიო
ორპარტიული ომი ჯორჯიის მოსაგებად დღეს დასრულდება
ჯორჯიის შტატში დღეს სენატის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. დღევანდელ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა სენატში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯორჯიაში აქციები გამართეს. ჯორჯიაში ჩავიდა არჩეული ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისიც. როგორც ქალაქ ატლანტაში ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებს განუცხადა, ჯორჯიის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს კურსს არა მხოლოდ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ მთელი მომავალი თაობისთვის. მან აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატში 3 ნოემბერს ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. „ახლა ჩვენ კვლავ გვჭირდება თქვენი რეკორდული რაოდენობის ხმა“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა. მოქმდმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ამომრჩეველთან შეხვედრა შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დელტონში გამართა. მან კიდევ ერთხელ უარყო 3 ნომბერს არჩევნების წაგება. მან საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ გაყალბებული უწოდა. “ამ რესპუბლიკელ სენატორებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ იოლად მიაღწევდნენ კიდევ ერთ გამარჯვებას” - აცხადებს ჯონ ოსოფი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)