|
2021-01-04 16:34:28, 602 ნახვა
მსოფლიო
„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის აშშ-ში ექსტრადირება არ განხორციელდება
„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება არ განხორციელდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ ექსტრადირებაზე უარის თქმის მიზეზად ასანჟის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითმკვლელობის მცდელობა დაასახელა. ცნობისთვის, 49 წლის ჯულიან ასანჟი 2010-2011 წლებში ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო იძებნებოდა. როგორც „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი აცხადებს, მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს აღნიშნული განაჩენი გაასაჩივროს, რისთვისაც მათ 14-დღიანი ვადა აქვთ. შეერთებულ შტატებში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯულიან ასანჟს 175- წლიანი პატიმრობა ელის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)