|
2015-10-01 10:36:12, 500 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა პირისპირ საუბარი გამართა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტ ჯონ ჰეიმრესთან და ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრ და მრჩეველ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან. დახურული შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. ქვეყნის პირველმა პირმა აქცენტი დასავლეთის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-მ და ევროპამ ტრადიციული ლიდერობა ითავონ, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. დელეგაციამ აქცენტი გაამახვილა საქართველოში მიმდინარე იმ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ახორციელებს. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტები საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკითაც დაინტერესდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად პირველი პირისგან მოისმინეს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)