|
2020-12-30 11:42:15, 1475 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, ადგილზე მოვსინჯოთ ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ სამხედრო მრეწველობის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიზნის მიღწევა ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გამოცდილების გაზიარებით არის შესაძლებელი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმოების შექმნა არის კარგი და აპრობირებული გამოსავალი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი გვქონდეს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უპილოტო საფრენი აპარატების - დრონების წარმოების განვითარების შესაძლებლობაზე. „დრონების წარმოებაზეც უკვე დავიწყეთ საუბარი და გვინდა, რომ ადგილზე მოვსინჯოთ ძალები, ვინაიდან ამის გამოცდილება გვაქვს. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ფლობდა და ფლობს ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას. მსოფლიოში არის სულ რამდენიმე, ალბათ 20-მდე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. აქ არის 1000-მდე სამხედრო თვითმფრინავი SU-25 გამოშვებული. ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გვაქვს ქარხანა, რომელიც ახლა „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის - „თბილავიამშენი“, სადაც დავიწყეთ აღმშენებლობა, დავიწყეთ თვითმფრინავების, ვერტმფრენების რემონტი და ამის არ გამოყენება არის დანაშაული. ეს არის უნიკალური ბაზა, სადაც დასაქმებული ხალხი ოქროს ფონდია. ამას გარდა, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი საავიაციო უნივერსიტეტთან და გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდები და ახალი თაობა გაიზარდოს ძველ, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)