|
2015-09-30 17:29:55, 907 ნახვა
საზოგადოება
ჟან ელი მალკინი: საქართველო ეტაპობრივად უნდა გადავიდეს აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ეროვნულ დაფინანსებაზე
საქართველოს მთავრობამ შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ხოლო გლობალური ფონდიდან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დაიბლიმ. ხელშეკრულების თანახმად, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ შემოღებულ დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ( EECA) ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთაშორისო დაფინანსებიდან ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გზები და დაიწყონ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამოქმედო გეგმა შემდგომი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დონორულ და ეროვნულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ დეტალებს. აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულების მნიშვნელობა შეაფასა „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან–ელი მალკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აივ ინფექცია და ტუბერკულოზი მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ქვეყანა ეტაპობრივად, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გადავიდეს ამ პროგრამების მკურნალობისა და პრევენციის ეროვნულ დაფინანსებაზე. „მოგეხსენებათ, „გლობალური ფონდი“ გადის რეგიონიდან, მათ შორის საქართველოდანაც. მთავარი კი საქართველოსთვის გახლავთ, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზის პროგრამების თვითდაფინანსებაზე. „გლობალური ალიანსი“ “საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, რაც ასევე მოიცავს დაფინანსების გზების მოძიებასაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ მთავრობა ისეთი რჩევებით, რომელიც მას დაეხმარება გამონახოს დაფნანსების გზები აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამებისთვის. ეს მოხდება ნაბიჯ–ნაბიჯ, არა ერთ თვეში ან ერთ წელიწადში. იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს შიდა რესურსებით ამ დაავადებებთან ბრძოლას. ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ეს პროგრამები გაგრძელდება“,– განაცხადა ჟან–ელი მაკლინმა.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)