|
2015-09-30 17:18:30, 640 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მოადგილეებთან ლევან გორგილაძესთან და ზურაბ თენიეშვილთან და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავასთან ერთად სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აჭარასა და სილეზიას შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. შეთანხმდნენ, რომ პოლონური მხარე 2016 წლის დასაწყისში სილეზიის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბათუმელ ექიმებს გადაამზადებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა და პლონეთის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ასევე მოინახულეს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. სამთავრობო დელეგაცია აჭარის რეგიონს 29 სექტემბერს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი გრეგორ ვოლნიკი, სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი და მმართველთა საბჭოს წევრი კაზიმირ კაროლჩაკი, რეგიონული პარლამენტის მრჩეველი მარტინა სტარკი-იაჟდჟიკი, მარშალის კაბინეტის დირექტორის მოადგილე დარია კოსმალა, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგნელი კარინა ივანი და ქ. პეკარის მერი სლავა უმინსკა-დურაი. სილეზიის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011–2013 წწ პოლონეთში სილეზიის გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში“ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ, 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი, 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. 2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ.
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)