|
2020-12-28 15:53:32, 678 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: პანდემიის დროს, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში საწარმოები იკეტება, საქართველოში დასაქმების ახალი კერა - „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა
რუსთავში, კომპანია „აჭარა ტექსტილის" ახალი სამკერვალო საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თანამედროვე აღჭურვილობითა და დასაქმების მაჩვენებლებით გამორჩეული საწარმო საქართველოში გაიხსნა პანდემიის დროს, როცა მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში საწარმოები იკეტებოდა. „გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საწარმო აშენდა რეკორდულ ვადებში - 4 თვის განმავლობაში მიდიოდა მშენებლობა და ერთი თვე დასჭირდა საწარმოს გაწყობა-ამოქმედებას. ეს მოხდა პანდემიის პირობებში, როდესაც სხვა ბევრ ქვეყანაში საწარმოები იკეტებოდა - სწორედ ამ დროს და განსაკუთრებით იმ ანტიკრიზისყული ღონისძიებების წყალობით, რაც ხელისუფლებამ გაატარა, „აჭარას ტექსტილმა," როგორც ჯგუფმა, შეძლო, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, გაეგრძელებინა მუშაობა. ამავდროულად, მათ მოიპოვეს საგარეო საექსპორტო ბაზრებზე ახალი კონტრაქტები და უფრო სწრაფად აღადგინეს ექსპორტი, ვიდრე მათმა გლობალურმა კონკურენტებმა - მაგალითად, „ნაიკტან" კონტრქატი კომპანიამ სწორედ ამ პანდემიის დროს გააფორმა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. კომპანია „ქართლი ტექსტილს" სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია. კომპანია „აჭარა ტექსტილი" წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს. თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმო 4 000 სამუშაო ადგილს შექმნის რუსთავსა და გარდაბანში. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია. „მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საწარმოები ჩვენი დაბალანსებული, ანტიპანდემიური და ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე იხსნება" - განაცხადა ნათია თურნავამ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)