|
2015-09-30 12:08:55, 673 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური: საქართველოს მთავრობა მოსახლეობის ჯანდაცვას მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისში მიმდინარე რეგიონულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის საკითხებს ეძღვნება. ფორუმი შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM), ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის (EHRN) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამგვარი ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, თუ როგორ უნდა გადაიბაროს წარმატებით სახელმწიფომ გლობალური ფონდის პროგრამების დაფინანსების საკითხები. მან ფონდს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „საქართველოს მთავრობა მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად, ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა ამ სექტორზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების წილი, მათ შორის, სახელწიფო დაფინანსების ზრდა შეეხო როგორც შიდსის, ისე ტუბერკულოზის პროგრამებს. მართალია, ჯერჯერობით, ქვეყანა არ არის მზად ამ დაავადებებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული მასშტაბით დაფინანსებისთვის, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ საზღვრავს ამ სფეროში ქვეყნის პრიორიტეტებსა და ოპტიმალური დაფინანსების მოცულობებს. კერძოდ, დაგეგმილია გლობალური ფონდის პროგრამების თანადაფინანსების წილის 2015 წლიდან 2018 წლამდე ეტაპობრივი ზრდა 5%-დან 75%-მდე, რაც მიუხედავად მნიშვნელოვანი მოცულობისა, უკვე გათვალისწინებულია 2016-2019 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში და სახელმწიფო მზადაა ამ გაზრდილი ვალდებულების შესასრულებლად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)