|
2020-12-24 12:10:18, 512 ნახვა
ეკონომიკა
„ვოლვო ქარსი“ ელექტრო ძრავების წარმოებას იწყებს
„ვოლვო ქარს“ შვედეთში, თავისი ძალური აგრეგატების ქარხანაში ელექტრო ძრავებს ააწყობს. კომპანია გეგმავს ელექტრო ძრავების სრულად საკუთარი ძალებით წარმოებას და ამ მიზნით 700 მილიონი შვედური კრონის ინვესტირებას განახორციელებს. „ვოლვო ქარს“ მოტივირებულია გახდეს პრემიუმ ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია და მიზნად ისახავს 2025 წლისთვის, მისი მთლიანი გაყიდვების 50% შეადგენდეს სრულად ელექტრო ავტომობილებს, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდულ ავტომობილებს. შოვდეს ქარხანა, 1927 წელს კომპანიის დაფუძნების დღიდან მოყოლებული, „ვოლვო ქარსის“ ისტორიის ნაწილია. ქარხნის საქმიანობისთვის ელექტრო ძრავის წარმოების დამატება ნიშნავს, რომ შოვდეს ისტორიული ქარხანა მომავალშიც კომპანიის განუყოფელი ნაწილი იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში „ვოლვო ქარსმა“ გააკეთა განცხადება, რომ მნიშნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ძალებით ელექტრო ძრავების შექმნასა და განვითარებაში ვოლვოს ავტომობილების მომავალი თაობებისთვის. შოვდეს ქარხანაში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებით, კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამს ელექტრო ძრავის საკუთარი ძალებით აწყობისა და წარმოების მიმართულებით. „1927 წელს გამოშვებულ პირველ ვოლვოს, შოვდეს ქარხანაში შექმნილი ძრავი ჰქონდა. ჩვენი მაღალკვალიფიცირებული გუნდი მოტივირებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შექმნაზე, შესაბამისად მართებულია ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ელექტრო ძრავები, ვოლვოს ბრწყინვალე მომავლის ნაწილი გახდება“ - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ვარელამ. ელექტრო ძრავების წარმოებისა და განვითარების საკუთარი ძალებით განხორციელება, „ვოლვო ქარსის“ ინჟინრებს ელექტრო ძრავების და მთლიანად ელექტრო ტრანსმისიის სამომავლო ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მისცემს ვოლვოს ახალ ავტომობილებში. ასევე ამ მიდგომით კომპანია შეძლებს სამომავლო სარგებელი ნახოს ენერგოეფექტურობისა და სრული ფუნქციონირების თვალსაზრისით. შოვდეს ძრავის ქარხნის ის მიმართულებები, რომლებიც შიდა წვის ძრავების წარმოებაზეა ფოკუსირებული, „ვოლვო ქარსის“ შვილობილ კომპანიას „Powertrain Engineering Sweden-ს (PES)“ გადაეცემა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)