|
2015-01-29 18:28:23, 3114 ნახვა
ეკონომიკა
გიორხელიძის შეფასებით, დოლართან მიმართებაში ლარი 2- 2.15–ზე უნდა დასტაბილურდეს
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის დემურ გიორხელიძის შეფასებით, ლარი დოლართან მიმართებაში 2–2.15 –იან ნიშნულზე უნდა დასტაბილურდეს. ამის შესახებ გიორხელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარია, ლარის კურსის მკვეთრი რყევები არ მოხდეს. „თუ რა ნიშნულზე დასტაბილურდება ლარი, ამის თაობაზე გაანგარიშებები მაქვს. დღევანდელი ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექსპორტი აუცილებლად უნდა იყოს მხარდაჭერილი, მცირე ბიზნესი სერიოზულად იქნას ფეხზე დაყენებული და ამას ფული სჭირდება. დღევანდელი მწირი ეკონომიკის ფონზე, ეროვნული ვალუტა ვერ გაუძლებს იმაზე მეტს, ვიდრე 2 – 2.15 –ია. აი ამ ფარგლებში უნდა დაასტაბილუროს როგორმე ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ თავიანთი პოლიტიკით“, – აღნიშნა გიორხელიძემ. მისივე შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული ვითარება მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგია. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა არ უნდა გამკაცრდეს და ის დასაქმების მიზნებს უნდა დაექვემდებაროს. „მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული კი არა, სიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს. ის სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მიზნებს უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ, მხოლოდ მონეტარული პოლიტიკა მაინც ვერ შეაჩერებს ლარის კურსის ვარდნას, თუ ეკონომიკური, საბიუჯეტო პოლიტიკა სწორი არ იყო და, შესაბამისად, იგივე მიზანს არ იქნა დაქვემდებარებული. საქმე ის არის, რომ მონეტარული პოლიტიკა მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. იგი მართალია, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, მაგრამ-ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში. ინტერესთა კონფლიქტი რომ არ მოხდეს და მთავრობის ხელში ასეთი მძლავრი ბერკეტი არ იყოს, იმიტომ არის გადაცემული ეროვნულ ბანკზე. ამიტომ, ცალკე პოლიტიკების არ მწამს, ეს ყველაფერი ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებშია, რადგან ჩვენ მთლიანობაში ასეთი პრობლემები გვაქვს. ესეიგი, მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორი არ არის“, – აღნიშნა გიორხელიძემ. ექსპერტის თქმით, თუ როდემდე გაგრძელდება დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების პროცესი, ეს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მოქმედებაზეა დამოკიდებული. „ლარის გაუფასურებას ფუნდამენტალური ფაქტორები უდევს საფუძვლად. პირველ რიგში, ეს არის პრობლემები ქართულ ეკონომიკაში და ობიექტური გარე ფაქტორები, როგორიცაა ნავთობზე ფასების ვარდნა, დოლარის გამყარება ყველა ვალუტის მიმართ და ა.შ“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)