03:24 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 15:56:47, 585 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - შეზღუდვების და წესების დიდი ნაწილი, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის

„ეკონომიკურ გუნდს და პირადად მე არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია  გვქონდა სავაჭრო ობიექტებთან და ძალიან დიდი ნაწილი იმ შეზღუდვების და წესების, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, სავაჭრო ობიექტები მზად არიან, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები და წესები, ეს არის სავაჭრო ობიექტების შემოთავაზებები, რაც მათ შეიმუშავეს და ჩვენთან შეხვედრაზე გაავრცელეს. სავაჭრო ობიექტები მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ეს ეხება სამუშაო საათებს, რიგების მართვის სისტემას. გარდა ამისა, ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მიგნებას, რაც თვითონ შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები გავრცელდეს ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე, რათა ამით წახალისდეს დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში, დილის საათებში, რაც გადაანაწილებს მომხმარებლების მასას საათების მიხედვით და ნაკლები მობილობა შეიქმნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics