|
2020-12-22 13:42:50, 494 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ აგრობარათი ფერმერებისთვის
„თიბისი“ ფერმერებს სრულიად ახალ პროდუქტს - აგრობარათს სთავაზობს, რომელსაც ისინი მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად გამოიყენებენ. ფერმერებს შეეძლებათ აგრობარათით დაფარონ სამეურნეო წლის განმავლობაში მეურნეობისთვის საჭირო ყველა მიმდინარე ხარჯი, როგორიცაა სათესლე და სარგავი მასალების, შხამქიმიკატების, ცხოველის საკვების ანდა ვეტპრეპარატების, საწვავის, სხვადასხვა აგრო მომსახურების (მაგ.: ნიადაგის დამუშავება, თესვა და ა.შ) შეძენა, მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯების დაფინანსება. ფერმერებს ბარათზე ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი ექნებათ, რომლისთვისაც არ მოუწევთ ყოველი წლის დასაწყისში ბანკში მისვლა და ერთხელ დამტკიცებულ ლიმიტს ოთხი სამეურნეო წლის განმავლობაში გამოიყენებენ. ეს კი მათ საშუალებას მისცემთ მომდევნო წლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები აგროვადების დაცვით დროულად განახორციელონ, ასევე ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მათი საქმიანობისთვის საჭირო ყველა მასალა. ფერმერები წლის განმავლობაში აგრობარათზე ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდას მეურნეობის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეძლებენ. მაგალითად, არასეზონური აგრობიზნენსის მფლობელებს შეუძლიათ ათვისებულ თანხაზე დარიცხული პროცენტი ყოველთვიურად გადაიხადონ და მთლიანი თანხა ვადის ბოლოს მეოთხე წელს დაფარონ, ხოლო მათ ვისაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები აქვთ, გადახდა მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ, ფერმერს ბანკისგან დამოუკიდებლად კვლავ შეუძლია აითვისოს ბარათზე განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი. თიბისის აგრობარათი ფერმერის საქმიანობაზე სრულად მორგებულია, რადგან ფერმერს მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა შეუძლია ამავე ბარათზე განათავსოს და მასზე საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ეს ბარათი იმითაც უნიკალურია, რომ მფლობელი მისი გამოყენებისას ისარგებლებს სპეციალური ფასდაკლებებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ აგრო მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებზე. აგრობარათის პარტნიორი აგრო კომპანიების რიცხვი კი თანდათან იზრდება. ბარათის მაქსიმალური საკრედიტო ლიმიტი 20 000 ლარია, რომელიც ინდივიდუალურად 4 წლის ვადით განისაზღვრება. აგრობარათის აღება შეეძლება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ყველა ფიზიკურ პირს, მცირე ოჯახური ანდა ფერმერული მეურნეობის მფლობელებს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)