|
2020-12-21 20:18:31, 570 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის
„ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, მათთვის არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსულიყო“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან ოპოზიციის პარლამენტში არშემოსვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ მაქსიმუმი გააკეთა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად. „თუ რამეში არ არის „ქართული ოცნების" ბრალი, ეს არის ის, რომ დღეს ოპოზიცია აქ არ არის. ის, რომ არგაყალბებულ არჩევნებზე ეთქვა, რომ გაყალბებულია, ეს აბსურდია. ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი მათთვის არ აღმოჩნდა საკმარისი პარლამენტში შემოსვლისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ეს ნიშნავს, იმას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაწილდება ისე, იქმნება ისეთი ლანდშაფტი, რომელიც სამწუხაროდ, ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, დღეს ოპოზიცია სხდომაზე ყოფილიყო, ასევე დასწრებოდა ბიუჯეტის განხილვას, არა იმიტომ, რომ მსიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, რომ იქნება იმგვარი კრიტიკა, რომელიც რაღაც საკითხს გადაგვახედებს, გვაიძულებს უკეთესად გავაკეთოთ, ეს კრიტიკა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა, 80-90%-ის შემთხვევაში, ვიცით რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო, პოპულისტურია და ემსახურება სპეკულაციებს, მაგრამ 3%-იც რომ იყოს ჯანსაღი კრიტიკისა, იმსახურებს, რომ აისახოს ბიუჯეტში და ეკონომიკის განვითრებში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)