02:47 - 29 Sep, 2026
|
2020-12-21 19:11:38, 991 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ შესაძლოა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს
გერმანიამ შესაძლოა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საშუალება Tass.ru ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად მზად არის დაუწესოს რუსეთის ფედერაციას სანქციები, თუ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მათი ბრალეულობა დამტკიცდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული რუსეთის ელჩი, გერმანიას სანქციების დაწესების შემთხვევაში საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)