|
2015-09-29 17:32:15, 639 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელის ზომის შემსუბუქებას მხარს უჭერს
იურიდულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანის მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარებისთვის განსაზღვრული სანქციების ჩამონათვალიდან თავისუფლების აღკვეთის ამოღებას მხარი დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელთა ინიციატორიც პარლამენტის წევრი, გიორგი ხაჩიძეა. პოზიციების შეჯერების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრინციპს, რომლის თანახმად, მარიხუანის მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად, თუმცა სანქციების ნაწილში აღარ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. კანონპროექტების ინიციატორი და კომიტეტის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიმართება დამატებითი მსჯელობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობაზე. მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიარებულია, რომ კანაფის, მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე პირველ ჯერზე მოხმარება არ არის სისხლისსამართლებრივად საშიში და განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა იწვევს პირის სისხლისსამრთლებრივ პასუხისმგებელობას. პარლამენტის წევრის, გიორგი ხაჩიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით კი, კანაფის, მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შეთხვევაშიც, ანუ განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებით, რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების (კანაფი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი, ასევე მარიხუანა) გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენისთვის ან შენახვისთვის, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით. პრინციპს, რომლის თანახმად, მარიხუანის მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად, თუმცა სანქციების ნაწილში აღარ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა როგორც საპარლამეტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო ოპოზიციიდან, ასევე პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა. უმრავლესობის წევრებმა ანი მიროტაძემ და ფრიდონ საყვარელიძემ განაცხადეს, რომ აღნიშნულ პრინციპს ეთანხმებიან, თუმცა გადასახედია პროექტით წარმოდგენილი ჯარიმების ოდენობა. გოგა ხაჩიძის განცხადებით, ,,რეპრესიული კანონმდებლობა არაეფექტურია“ და აუცილებელია ნარკოპოლიტიკის ზოგადად გადახედვა, თუმცა ამ ეტაპზე, მის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეეხება მხოლოდ ,, პრობლემის მცირე სეგმენტს“. ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ფრაქცია მხარს უჭერს კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, თუმცა აუცილებელია საზოგადოების უკეთ ინფორმირება იმის თაობაზე, რომ საუბარია არა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ლეგალიზებაზე, არამედ საკითხის დეკრიმინალიზაციაზე. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტების განხილვის დროს მთავარი იყო მომხდარიყო შეთანხმება პრინციპზე ,,არ დაიჭირო“. მისი თქმით, როგორც წინა მოწვევის პარლამეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2009 წლიდან უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ამ ნაბიჯის არ გადადგმა იყო შეცდომა. ახლა საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. დეპუტატების საკითხზე მსჯელობას იქ გააგრძელებენ.
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)