|
2015-01-05 15:45:34, 5538 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: 2014 წელს ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2014 წელს ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 9 120,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის - 9 105 მლნ ლარის 100,2%-ია. „ გეგმა გადაჭარბებულია 15,9 მლნ ლარით. მათ შორის: შემოსავლებმა შეადგინა 7 398,7 მლნ ლარი რაც გეგმას - 7,319 მლნ ლარს 79,7 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი 101,1 %-ია; საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 6 847.0 მლნ ლარი, რაც გეგმას 27.0 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 100,4 %-ს“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, შემოსულობების კუთხით 2014 წლის შესრულება ბოლო წლებში ყველაზე მაღალია. 2009 წელს შემოსულობების გეგმა 98.4%-ით შესრულდა, 2010 წელს 100.1%, 2011 წელს - 97.7% , 2012 წელს - 98.1%, 2013 წელს - 91.6%-ით. „სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა 8 973.6 მლნ ლარი, რაც გეგმის 9 080.0 მლნ ლარის 98,8 %-ს შეადგენს. ბოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი უპრეცენდენტოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მიღწეულ იქნა იმ პირობებში, როცა წლის განმავლობაში ბიუჯეტი არ დაკორექტირებულა. 2009 წელს გადასახდელების გეგმა შესრულდა 97.1%-ით, 2010 წელს - 98.4%, 2011 წელს 98.5%-ით 2012 წელს 96.5%-ით 2013 წელს - 92.6%“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)