|
2015-09-28 21:28:34, 585 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ეს არის18 წლის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია
მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჩვენი მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა, კორუფციის დონე, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული გარემო შეფასდა უმაღლესად, ეს არის18 წლის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია,-ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშს. მისი განმარტებით, ავტორიტეტული ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის კვლევამ, პასუხი გასცა ხელისუფლების ოპონტეტთა უსაფუძვლო ბრალდებებს. “ეს არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, ყველა იმ ოპონენტზე, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებდნენ 3 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, რომელიც ობიექტურად შეფასდა. ეს არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, რომელმაც ამ მეტად მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მე ვულოცავ ჩვენს მთავრობას და ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს არის მკაფიო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ,”-აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა. “ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები მქონდა. პირადად გადავუხადე მადლობა კარიბის ქვეყნების, ასევე აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება ჩვენს დევნილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რადგან წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების საგარეოუწყებამ ვერ მოახერხა არაღიარების დოკუმენტზე მხარდაჭერის მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის დროს დაემატა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც მხარი დაუჭირესაღნიშნულ რეზოლუციას. იგი შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს და დევნილების დაბრუნებას სახლში,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)