|
2020-12-14 09:23:52, 706 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინე ზომები გამკაცრდა
აზერბაიჯანში საკარანტინე ზომები გამკაცრდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანში ინფიცირების მაღალი დონის გათვალისწინებით, ქვეყანაში უფრო მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა გახანგრძლივდა. ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო და კვების ყველა დაწესებულებას, რესტორნების, კაფეებისა და ჩაის სახლების ჩათვლით, მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას ან მომხმარებლებისთვის მიწოდების სერვისით მომსახურებას შეძლებენ. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. ასევე, შაბათ-კვირას მუშაობას აცერებს მეტროც. დაიხურა რამდენიმე ქალაქი. დახურული ქალაქებისა და რეგიონული ცენტრების მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ეკრძალებათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)