09:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 17:29:19, 512 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კოალიციას დაშლის

პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კოალიციას დაშლის.

ამის შესახებ მან მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის კოალიციის დაშლა, „დიდი უბედურება“ იქნება.

“დავუფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებას – გინდ საზოგადოებრივს, გინდ კერძოს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც სწორედ ხვალ არის შესაძლებელი და არა დღეს, ხოლო თუ დღეს შეეცდები იმის გაკეთებას, ვერც იმას მიიღებ და სხვა რამეც შეიძლება გააფუჭო. თუკი არ იქნება კოალიციაში შიდა თანხმობა, ამ კონკრეტული თემის გამო, კოალიციის დაშლა სწორი გამოსავალი იქნებოდა?! და თუ სწორი გამოსავალი იქნებოდა, მაშინ რისთვის და ვისთვის იქნებოდა სწორი გამოსავალი?! დღევანდელ ქვეყანას კოალიციის დაშლა გამოადგებოდა?! არჩევნების სხვაგვარად ჩატარებისთვის კოალიციის დაშლაა გამოსავალი?! თუ კოალიცია დაიშლება, რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით ჩატარდება, რაც დღეს გვაქვს, ხოლო ის, რისი გაკეთებაც ზეგისთვის გვინდა, გადაიდება მაზეგ. საარჩევნო ცვლილებების ვერსია, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის სწორედ ის, რამაც პროპორციულ არჩევნემდე უნდა მიგვიყვანოს და რასაც პირადად მე მხარს ვუჭერ არა დღეს, არამედ 1989 წლიდან, როცა პარლამენტის შენობაში მოსვლა პირველად მომიწია და ველაპარაკებოდი მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას, თუ როგორ ჩატარებულიყო არჩევნები. თუ მეუბნებით, რომ არჩევნები ამ სისტემით ახლა ჩატარდეს და კოალიცია დავშალოთ, ამ საკითხის გამო მე კოალიციის დაშლაზე არ წავალ, რადგან ქვეყნისთვის და არჩევნებისთვისაც ეს უფრო დიდი უბედურება იქნება”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics