01:25 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 11:25:58, 932 ნახვა

მსოფლიო
ირანში ჟურნალისტი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტი 2017 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისა და ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს.

რუჰოლა ზამი 2017 წელს ირანიდან გაიქცა და თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო. ის 2019 წელს ირანელმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და ქვეყანაში დააბრუნეს.

საფრანგეთმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს.

ირანში 2017 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, არეულობის დროს 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით პირი პოლიციამ დააკავა. ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაზე უარესი საპროტესტო აქცია იყო. თუმცა, კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა ირანში, შარშან გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც საწვავის ფასების ზრდის გამო მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics