01:25 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 11:43:13, 879 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სარჩელი ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა ტეხასის შტატში შეიტანეს. ისინი ოთხ შტატში:ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. არჩეულმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ოთხივე შტატში გაიმარჯვა.

ტრამპის უპრეცედენტო სარჩელს 18 შტატის გენერალური პროკურორი და კონგრესის 106 რესპუბლიკელი წევრი უჭერდა მხარს.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განმარტავენ სარჩელის უარყოფის მიზეზს და აცხადებენ, რომ ტეხასის შტატს ამ საქმის განსახილველად უფლებამოსილება არ გააჩნია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics