|
2015-09-28 16:56:38, 757 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა ხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) ხელმძღვანელმა იულიანა დერილოვამ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სოციალური საწარმო გახსნეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური საწარმოს პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვარში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. მოეწყო ხის დამამუშავებელი საამქრო, სადაც, 2 წლის განმავლობაში, 6 თვიანი შუალედით, სულ მცირე 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი დასაქმდება. „პრობაციონერთა და მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით გრანდიოზული გეგმები გავქვს. ვეცდებით, დავასაქმოთ ადამიანები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდებიან. ძნელია, 10 წელი იჯდე და არაფერს აკეთებდე. ეს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს ზრდის. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს მიეცეთ საშუალება დასაქმდნენ და ხელფასით ოჯახები შეინახონ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. სამუშაოზე პრობაციონერების შერჩევა მოხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. პრობაციონერებთან ერთად, საწარმოში იმუშავებს პროფესიონალი დურგალი, რომელიც მათ ხეზე მუშაობას შეასწავლის. ბენეფიციარები ანაზღაურების სახით ყოველთვიურად მიიღებენ 350 ლარს. სოციალური საწარმოს პროექტი გრანტის ფარგლებში 2 წელი გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 98 500 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. აღნიშნული პროექტი პრობაციონერებს დაეხმარება შეიძინონ ახალი უნარები, ჰქონდეთ ანაზღაურებადი სამუშაო, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტიდან გასვლის შემდეგ ბენეფიციარები იქნებიან კონკურენტუნარიანები სამუშაო ბაზარზე, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)