|
2020-12-09 20:53:52, 722 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
ოპოზიცია ხვალ პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს "სტრატეგია-აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა. „მეხუთე რაუნდზე ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას. დღეს, ვფიქრობ რომ ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი გადაიფარა ნეგატიური კომპონენტებით. ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, შევუერთდებით იმ პროცესს, რაც არის, თუმცა თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად“, – განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)