05:43 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 13:46:20, 574 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ დიზაინსისტემა შექმნა

„საქართველოს ბანკმა“, პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით, დიზაინსისტემა შექმნა.

დიზაინსისტემა არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც  დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.

დიზაინსისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს, დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მეტი ახალი პროდუქტი შევქმათ ნაკლებ დროში. მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას შექმნის  ციფრულ არხებში, რაც გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტურს გახდის.

დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობებების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე.

 „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პროცესების, სერვისებისა თუ პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით  წამყვანი კომპანია იყოს, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესების შეუწყობს ხელს. დიზაინსისტემის დანერგვის მიზანია ტექნოლოგიებით, დიზაინით და ზოგადად ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისა და  ფინტექ კომპანიებისთვის ეფექტური სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ამით ჩვენ მათ შესაძლებლობას მივცემთ, საქართველო ბანკის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, მიიღონ რეალური გამოცდილება  დიზაინის პროცესებისა და ზოგადად ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარების შესახებ“,- განაცხადა ვახტანგ ბობოხიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics