|
2015-09-28 10:48:18, 656 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ქართული ემიგრაციისთვის ორმაგ მოქალაქეობაზე კარი გახსნილია
ქართული ემიგრაციისთვის ორმაგ მოქალაქეობაზე კარი გახსნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგელბში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა უნდა, პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებს. "როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარები ორმაგი მოქალაქეობისთვის. ეს არის კანონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმუშაობთ და რომლის ფარგლებშიც ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია. შესაძლებელია, თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონი სხვანაირად უნდა იყოს, კი ბატონო, განხილვადია ეს საკითხიც და შესაძლებელია ამაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს ფორმულირებული კანონი. რადგან დღეს ასეთი კანონი მოქმედებს, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და ვისაც ეს საკითხი დაუდგა ამერიკის მოქალაქეობის მიღების დროს, მარტივად, შემოიტანეთ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა, მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას. თუ შეიცვლება კანონი, შემდეგ სხვანაირად იყოს. მაგრამ, ვინც უკვე მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა, არასწორი იქნება ისინი დაელოდონ კანონის ცვლილებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)