|
2015-09-28 09:14:07, 411 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის უგულავას, მერაბიშვილს და ახალაიას
საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი 2 თან საუბარში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მერაბიშვილმა, ახალაიამ და უგულავამ „წარმოუდგენელი რამ“ გააკეთეს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. „კონკრეტულად, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი შემდგომ ისტორიაში, შემდგომ ქართულ პოლიტიკაში - ჩემი აზრით, მე არც მისი მრჩეველი ვარ, არც სხვა ურთიერთობები მაკავშირებს, ერთადერთი იმით გაიზობემა, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც წარმოუდგენელი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული სამხედრო წარმოება; ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული პოლიცია, ააშენა რაბათი; ადამიანი, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია - ამ სამ ადამიანზე ვლაპარაკობ - გიგი, ვანო და ბაჩო. კრიტერიუმი, მარგველაშვილის ქმედების და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალებას ხელს მოაწერს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის გიგი უგულავას 24 საათიანი გათავისუფლების შემდგომ ესაუბრა და უთხრა, რომ მას მეორე დღესვე „ჩასვამდნენ“. „მე იქვე ვუთხარი გიგის, რომ მეორე დღესვე „ჩასვამდნენ“ . გიგი უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე, მე უფრო რეალისტურად ვუყურებ“,-დასძინა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)