|
2015-09-27 17:51:14, 669 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახიშვილმა ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპული გმირის ოჯახის წევრებს შეხვდა. “ცამეტი თვე და ცამეტი დღე გრძელდებოდა ეს ბრძოლა და სამწუხაროდ სოხუმის დაცემით დასრულდა. ჟიული შარტავას შეეძლო დაეტოვებინა სოხუმი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა რომ ღირსება უფრო მაღალია. დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონი ჟიული შარტავა იბრძოდა იმისთვის რომ საქართველო ყოფილიყო ერთიანი ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ერთიანი. აღსანიშნავია რომ ჟიული შარტავა იყო პირველი ეროვნული გმირი საქართველოს ისტორიაში და ჩვენ უფლება არ გვქონდა, ამ უმძიმეს დღეს, სოხუმის დაცემის დღეს არ მოვსულიყავით ეროვნული გმირის საფლავზე და ადამიანურად არ მოვფერებოდით მისი იჯახის წევრებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ის ოცდაათამდე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)