2020-12-04 20:56:02, 5296 ნახვა
სხვადასხვა
როგორ ავირჩიოთ ხელოვნური ნაძვის ხე
ხელოვნური ნაძვის ხე ბოლო დროს მეტი და მეტი პოპულარობით სარგებლობს. ეს ეკონომიური არჩევანი ბევრი წლის მანძილზე გაგახარებთ ახალ წელს და თანაც არ საჭიროებს ხის მოჭრას. თუ თქვენს არჩევანს ხელოვნურ ნაძვის ხეზე შეაჩერებთ, იცოდეთ რომ მრავალფეროვანი არჩევანი გელით და გაეცანით ჩვენს სტატიაშინაძვის ტიპებს, ეს დაგეხმარებათ თქვენთვის სრულყოფილი ხელოვნური ნაძვის ხის არჩევაში. ავირჩიოთ ნაძვის ხე წიწვების მიხედვით ნაძვის ხე PVC ნემსებით არის ყველაზე გავრცელებული და იაფი ვარიანტი. ამ შემთხვევაში წიწვები რბილია და ნაკლებად ბუნებრივად გამოიყურება, თუმცა თუ ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებთ იდეალური იქნება. შორიდან ნაძვი საკმაოდ ფუმფულა და მომხბვლელია, თუმცა შეხებისას ბუნებრიობა ნაკლები აქვს. ფერების კუთხით ნაძვებში ძალიან დიდი არჩევანია, დათოვლილი, ფერადი, თეთრი და შავი ვარიანტები, უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა ფერად ნაძვის ხეს ეტყობა რომ ნამდვილი არ არის, თუ უფრო ბუნებრივი ვარიანტით გსურთ სიმყუდროვის შექმნა სახლში, უმჯობესია ბუნებრივ დეკორაციებს მიანიჭოთ უპირატესობა, მაგალითად თოვლიანი ბოლოები აირჩიოთ, ან გირჩები ტოტებს შორის. ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი ქოლგისებრი ტოტების გაშლაა, როდესაც აწყობისას ყველა ტოტი თავის ადგილზე დგება გაშლილ მგომარეობაში და სპეციალურ ბუდეში ჩამჯდარი ტოტი ფიქსირებულია. არის ასევე მავთულიანი ტოტები რომელსაც ხელით ასწორებთ და შესაძლოა ერთ დღეს დატვირთვას ვერ გაუძლოს, ასევე არსებობს კაუჭიანი ტოტები რომელსაც თავად ამაგრებთ ფუძეზე. ამ შემთხვევაში მოსახერხებელი ვარიანტი ყველაზე ძვირიანია, ხოლო მავთულის ვარიანტები იაფი. არჩევანი ისევ და ისევ თქვენს ბიუჯეტზე და ნაძვის ზომაზეა დამოკიდებული. ავირჩიოთ ნაძვის ხე სილუეტის მიხედვით ნაძვი შესაძლოა ყველა თქვენს კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, თუმცა აწყობილ და გაშლილ მდგომარეობაში მაინც არ მოგეწონოთ. ეს სილუეტის ბრალი იქნება. ზოგიერთი ნაძვი შედარებით მოკლე ტოტებით არის წარმოდგენილი და ისვეე როგორც ბუნებაში მაღალი გამხდარი ხის სილუეტი აქვს, ხოლო ზოგიერთის ტოტები დიდით იწყება და მოკლეთი მთავრდება, შესაბამისად ფუმფულა და გაშლილია. აქ მნიშვნელოვანია ნაძვისთვის გამოყოფილი ადგილი, თუ ვიწრო ადგილას გეგმავთ დადგმას თუმცა მაინც მაღალი ხე გირჩევნიათ, გამხდარი ხის სილუეტი გამოგადგებათ, ხოლო თუ საკმარისი ადგილი გაქვთ ფუმფულა ნაძვი სრულყოფილ საახალო განწყობას შექმნის თქვენს სახლში.
ავტორი: R (რეკლამა), მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|