|
2015-09-27 13:26:27, 692 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი: სამწუხაროა, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ისტორიის გაკვეთილები ვერ ისწავლეს
დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, გვიან ღამით, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე - „გმირთა სავანე“ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად მივიდნენ. ვაშლიჯვარის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი იმაგეს აფხაზეთის ომში მონაწილე იმ სამხედრო მოსამსახურეებმაც, რომლებიც დღემდე მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. “ყველამ ვიცით, აქ რატომ ვართ. გვინდოდა, სიმბოლურად ღამე შევხვედროდით ამ დღეს, აქ, ერთად. დღეს განსაკუთრებით მძიმე არის თავდაცვის სამინისტროსთვის და მთელი ქვეყნისთვის, რადგან 22 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკულ დღესთან, რომელსაც სოხუმის დაცემა ქვია. ჩვენი ბიჭები ისევ სამშობლოს დაცვისთვის, მშვიდობისთვის იღუპებიან. დღეს, როდესაც 21 წლის ახალგაზრდა ვაჟკაცი არის რუსთავში და მისი დაკრძალვისთვის ემზადება საქართველო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყოველი ასეთი დღე და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ ისწავლეს ისტორიის გაკვეთილები. ისტორიის, რომელიც ჩვენს თვალწინ, ჩვენი თაობის თვალწინ იწერებოდა,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოდან გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროს სერჟანტ პაატა როსტობაიას მოინახულებენ. „დღეს, ასე გვიან იმიტომ შევიკრიბეთ „გმირთა სავანეზე“, რომ აქედა, მინისტრთან ერთდ მივემგზავრებით გერმანიაში ჩვენი დაჭრილი მებრძოლის სანახავად. ამის შემდეგ კი სამუშაო ვიზიტით მივემგზავრებით ამერიკის შეერთებუ შტატებში. შესაბამისად ბოდიშს ვიხდი ამ ბიჭების წინაშე, ვინც აქ წვანან, რომ უფორმოდ ვარ მოსული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს არის ისეთი იარა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვერ შეიხორცებს ქართველი ხალხი. ჩვენ აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ყოველთვის გვემახსოვრება ეს ძალიან მძიმე დღეები და ის ბიჭები, ვინც თავიანთი სიცოცხლე გაიღეს უკეთესი და ერთიანი საქართველოსთვის,” - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)