07:16 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 15:58:18, 564 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90 პროცენტს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს

პანდემიით გამოწვეული ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნიდან - 80-ზე მეტი ტონიდან დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადით იფარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პერიოდულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება და პრობლემის ადგილობრივი წარმოებით გადაწყვეტის შესაძლებლობაა.

 „პანდემიის პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ  პირბადეების წარმოება. იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების მწვავე დეფიციტი იყო,  ჩვენ დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ ადგილობრივი წარმოება და მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი  ავარიდეთ. ასევე ბიზნესი სწრაფად გადაეწყო და დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების, სამედიცინო კომბინიზონებისა თუ სამედიცინო სექტორისთვის საჭირო სხვა სახარჯი მასალების წარმოება. ახლა უკვე ვახდენთ ადგილობრივად წარმოებული ჟანგბადით სამედიცინო სექტორის მომარაგებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია  - ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია,  დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა.

ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics