|
2020-11-30 11:35:56, 635 ნახვა
ეკონომიკა
რას მოიცავს კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ექსტრა
ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სადაზღვევო პროდუქტია. ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიუწვდება ხელი საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებზე, კომპანიები კი აქტიურად სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ საქმე ისეთ მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებს ეხება, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, დამბლა, ინფარქტი და ა.შ. სტანდარტული სადაზღვევო ნაკრები არ ითვალისწინებს მსგავსი შემთხვევების მკურნალობას ან აფინანსებს საჭირო თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს. კრიტიკული დაავადებების დასაზღვევად თიბისი დაზღვევაში სპეციალური ნაკრები - ექსტრა შეიქმნა, რომელიც ერთდროულად შვიდ სახიფათო დაავადებას მოიცავს. დაზღვეული რისკებიკრიტიკული დაავადებების უმეტესობა დღეისათვის, დროული რეაგირების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში აღარ არის, თუმცა მათი მკურნალობა ხშირად დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, თანხის მობოლიზებისთვის დრო არ უნდა დაიკარგოს. ასეთი შემთხვევებისგან წინასწარ თავის დაზღვევაა საჭირო. ნაკრები ექსტრა თქვენს ჯანმრთელობას 7 ყველაზე გავრცელებული სახიფათო დაავადებისგან დააზღვევს. ესენია -
კონკრეტული დაავადებების დაზღვევის გარდა, ექსტრა ნაკრების მომხმარებლები მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსაც მიიღებენ. უფრო ვრცლად კი, ნაკრების შეძენით -
დაზღვევის ღირებულება და ლიმიტებინაკრები ექსტრას ღირებულება დამოკიდებულია დასაზღვევი პიროვნების ასაკსა და ანაზღაურების არჩეულ ლიმიტზე. თქვენ შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ სასურველი ლიმიტი - 25 000 ლარი/10 000 დოლარი, 50 000 ლარი/20 000 დოლარი, 75 000 ლარი/30 000 დოლარი და 150 000 ლარი/60 000 დოლარი. ნაკრების ღირებულების ზუსტად დასაანგარიშებლად, შეიყვანეთ მონაცემები ვებგვერდზე მოცემულ კალკულატორში, სადაც მარტივად დაითვლით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის რაოდენობას. რაც შეეხება ანაზღაურებას, დაზღვეული დაავადებებიდან რომელიმეს დიაგნოსტირების შემთხვევაში, თქვენ სრულად მიიღებთ ლიმიტით განსაზღვრულ თანხას, დამატებითი საბუთების, კალკულაციის ან მკურნალობის გეგმის წარდგენა საჭირო არ არის. თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში - თავად შეარჩევთ როგორც სამკურნალო კლინიკას, ასევე დამოუკიდებლად განკარგავთ მიღებულ თანხას. ნაკრები ექსტრა მარტივი და ყველასთვის მისაღები პირობებით გამოირჩევა. მისი შეძენა შეუძლიათ 18-დან 61 წლამდე პირებს, რომელთაც დაზღვევის შეძენის მომენტამდე არ აქვთ დასმული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან სიმსივნის დიაგნოზი. პოლისის მიღება შესაძლებელია ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე. მოცდის პერიოდი 90 დღეს შეადგენს, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პოლისი გააქტიურდება.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)