00:06 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 18:05:56, 1223 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი - მმართველობა, რომელმაც ქვეყანა ასეთ ტრაგედიამდე მოიყვანა უნდა დასრულდეს

„მმართველობა, რომელმაც სომხეთი ასეთ ტრაგედიამდე მოიყვანა უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, თუ პოლიტიკოსი ძლიერია, ის შეძლებს ისევ მმართველობაში მოსვლას და ამისთვის ცივილიზებული გზები არსებობს და ის ვადამდელი არჩევნებია.

„ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ისეთი დიდი ტრაგედია მოხდება, როგორც სომხეთში, არის ერთი გადაწყვეტილება, მმართველობა რომელმაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა უნდა წავიდეს. თუ პოლიტიკოსი ძლიერია, ის შეძლებს ისევ მმართველობაში მოსვლას და ამისთვის ცივილიზებული გზები არსებობს და ის ვადამდელი არჩევნებია“, - განაცხადა არმენ სარქისიანმა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ მინისტრების, არამედ ყველა ადამიანის შეხედულებებს უნდა სცეს პატივი.

„ეს მმართველობა დაახლოებით ნახევარი წელი, ან ერთი წელი შეიძლება იყოს და შემდეგ მანდატი ახალ ძალას გადაეცემა“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics