|
2015-09-26 12:18:47, 718 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველი საერთაშორისო ჰაკათონი დაიწყო
საქართველოში პირველი საერთაშორისო ჰაკათონი დაიწყო, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, გრაფიკულ დიზაინერები, მარკეტერები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ გახსნა. „ეკონომიკის სამინისტროს მთავარ მიზანს ინოვაციური კომპანიების ხელშეწყობა წაროადგენს, რათა ისინი ბაზარზე გაჩნდნენ. ესტონეთის მთავრობის ხელშეწყობით, ამ ღონისძიებაში მრავალწლიანი გამოცხდილების იქაური ექსპერტები მონაწილეობენ. ისინი დამწყებ გუნდებს დაეხმარებიან გახდნენ უფრო კონკურენტურანიანები, როგორც დამწყებ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ღინისძიების გახსნამდე ირაკლი ქაშიბაძემ. ქაშიბაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ახლადშექმნილ კომპანიებს ხელს შეუწყობს, რათა სტაბილურ ბიზნესად გადაიქცეს. „ჩვენ ჰაკათონის თანაორგანიზატორები ვართ. ღონისძიება 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და ამ დროის ფარგლებში უნდა შეიქმნას დამწყები კომპანიები. შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ხელს შევუწყობათ, რათა სტაბილურ ბიზნესად გადაიქცეს“, - განაცხადა ქაშიბაძემ. ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია „ჯეოლაბი“, რომელმაც ხელი ამ ღონისძიების დაანონსებას შეუწყო. „ჯეოლაბი არის ჰაკათონის პარტნიორი ინოვაციების ლაბორატორია. წელს ეს ღონისძიება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის არის პირველი საერთაშორისო ჰკათონი საქართველოში. პროგრამისტების კონკურსი უკვე რამდენიმე წელია იმართება. ბევრი საინტერესო პრექტი შეიქმნა და ის, რომლებიც აქ გაიმარჯვებენ, ექნებათ შანსი, რომ გავიდნენ ევროპულ ბაარზე“, - განაცხადა ჯეოლაბის რექტორმა სანდრო ასათანმა. ჰაკათონი საქართველოში მესამედ ტარდება. წინა წელს 4 პროექტი გახდა გამარჯვებული და მათზე 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდი გადანაწილდა.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)