|
2015-09-26 10:12:52, 749 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მმართველთა კლუბის შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისი „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას“ მასპინძლობს. ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონში“ იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობს კლუბის წევრი 23 ქვეყნის მმართველი - ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ჩინეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, რუსეთის, სერბიის, სლოვენიის და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკებიდან. საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემის შესახებ იმსჯელებენ - ვალუტის გაცვლითი კურსი და მაღალი დოლარიზაცია. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელი მოეწერება განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ცენტრალური აზიის, შავი ზღვის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკის მმართველთა კლუბი 1998 წელს დაარსდა. მმართველთა კლუბის მთავარი მიზანია რეგიონში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და საბანკო სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ფულადი და სავალუტო ბაზრების ეფექტური ფუნქციონირება, ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და მონაწილე ქვეყნებისთვის სხვა საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მსჯელობა. კლუბი განსაკუთრებულ ინტერესს უთმობს განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შემოდინების წახალისების და ეროვნული საგადახდო სისტემების განვითარების საკითხებსაც.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)