|
2015-09-26 09:31:31, 518 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაში მონაწილეობს. საგარეო უწყების ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება, მინისტრი გამართავს 50-მდე ორმხრივ შეხვედრას კოლეგა მინისტრებთან და გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო მდგრადი განვითარების სამიტის გახსნის ცერემონიას, სადაც დელეგატებს სიტყვით რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა. მინისტრი, საქარათველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე დაესწრება გაერო-ს გენერალური ასაბლეის 70-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას. მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პრეზიდენტის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაში, აგრეთვე ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. გარდა ამისა, მინისტრი ასევე დაესწრება იაპონიის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ღონისძიებას - the foreign policy dimension for climate change. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს BSEC-ის არაფორმალურ მინისტერიალში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)