|
2015-09-25 17:54:06, 626 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: არის ორი ნოდარი, რომელიც ამბობს, რომ პრემიის საკითხი მორალურ კატეგორიას მივანდოთ
„ვინც იმ შეხედულებას წარმოადგენს სახელმძღვანელოდ, რომ ღირსეულ ხალხს ღირსეული ანაზღაურება სჭირდება, მცდარია“, - ასე შესაფასა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ნოდარ ებანოძისა და ნოდარ ხადურის განცხადება, საკანონმდებლო ინიციატივით მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიის შეზრუდვასთან დაკავშრებით. ქუცნაშვილის შეფასებით, ღირსება და პატიოსნება პრემიის მიხედვით არ იზომება. „არის ასეთი ორი ნოდარი, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი მივანდოთ მორალურ კატეგორიას. მე როგორც იურისიტი ვამბობ, რომ უფლების შეზღუდვა არ შეიძლება იყოს მორალური კატეგორია. უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით. ის საკითხი, რომ მოდი მორალური კატეგორიის დონეზე დავტოვოთ ეს და ღირსების მატარებელი ხალხი მუშაობს, მე ვამბობ, რომ ღირსება და პატიოსნება არ გაიზომება პრემიის მიხედვით. ღირსების და პატიოსნების საზომი არ არის ფულადი ერთეული. ამიტომ, ვინც ამ შეხედულებას წარმოადგენს სახელმძღვანელოდ, რომ ღირსეულ ხალხს სჭირდება ღირსეული ანაზღაურება, ეს არის მცდარი შეხედულება, იმ ძველი შეხედულების გადმონაშთი, როცა ჩვენ „გვაბოლებდნენ“ მრავალი წლის განმავლობაში, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაში ათიათასობით ხელფასი იმიტომ უნდა ქონდეს, რომ მას ფულთან აქვს შემხებლობა. ხელფასი 200 ლარი იქნება, თუ 20 000, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, პატიოსნად იმუშაოს. ღირსება და პატიოსნება ფულით არ იზომება“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. ცნობისთვის პარლამენტში დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს. ქუცნაშვილის ინიციატივასთან დაკავშრებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძემ. ხადურის თქმით, „საჯარო სამსახურებში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ“. ებანოიძის განცხადებით, კი „არიან ადამიანები, რომელთა შრომის ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურებაც მეტია, რაც არის. ცნობისთვის პარლამენტში დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)