11:23 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 10:40:19, 492 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით განსხვავებული იქნება და მეტი პროექტის განხორციელება შეგვეძლება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელის დედაქალაქის საკრებულოშია წარდგენილი, მისი პირველადი ვარიანტია. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის და თანადგომის შედეგად, საბოლოო ბიუჯეტი იქნება განსხვავებული და უფრო მეტი, ვიდრე მისი პირველადი ვარიანტი.

„რატომღაც, ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად ხდება ოპონენტებისგან მცდელობა, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ. ამაზე გაკეთდა განმარტებები, თუმცა მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნა, რომ ეს თანხა - 840 მილიონი ლარი, რომელიც გაიგზავნა, არის პირველადი ბიუჯეტი. ჩვენ, ყოველ წელს,  ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ შევძლებთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც გვაქვს. ამისთვის გვჭირდება ხოლმე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით იქნება განსხვავებული, უფრო მეტი და შეგვეძლება მეტი პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სხვა საჭიროებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ფინანსთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება ზუსტი ოდენობა, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულოში წარდგენილ პირველად ბიუჯეტთან შედარებით, ციფრი იყოს განსხვავებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ქალაქისთვის ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics