08:32 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 13:44:15, 538 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ რაქვიაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

23-24 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში კიევში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა უკრაინის ინფორმაციული პოლიტიკის მინისტრთან იური სტეცთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანაში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. მარიამ რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უკრაინელ კოლეგას გააცნო ახლადშექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. სსიპ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აქტივობებზე საუბრისას მარიამ რაქვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებებსა და სარგებელზე ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ბოლო პერიოდში, ორივე ქვეყანაში გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის საფრთხეები. იური სტეცმა ქართველ კოლეგას გააცნო უკრაინაში რუსული საინფორმაციო პროპაგანდის კუთხით შექმნილი ვითარება და ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პოლიტიკის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების გატარების, ასევე, ამ სფეროში გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მარიამ რაქვიაშვილმა, ასევე, შეხვედრები გამართა  უკრაინის ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის დირექტორთან ნატალია ნემილივსკასთან და უკრაინის კრიზისების მედია ცენტრის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics